როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდით უშგულში, მესტიასა და ლენჯერში და კორონავირუსის სიმპტომები გამოგივლინდათ
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების მიზნით, მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია StopCov-ი, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების მაღალი რისკია.
აპლიკაცია StopCov.ge-ს აპლიკაციის გადმოწერა ანდროიდის მომხმარებლებისთვის ასევე შესაძლებელია ამ ბმულიდან. iOS ის მომხმარებლებს კი ამ ბმულიდან.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, დამატებითი შეზღუდვები წესდება. დეტალებს გაეცანით აქ.
დღეს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 010-ს შეადგენს.