ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიას დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის

“ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიას დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის”, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „კოვიდ-19“-ის ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტებს საკარანტინე ზონებში განათავსებენ.

„ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს გაივლის სავალდებულო კარანტინს. უკვე შექმნილია რეგიონული შტაბი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და უწყებების კოორდინირებულ ქმედებებს უზრუნველყოფს“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები, მათ შორის საკარანტინე შეზღუდვები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები