პრემიერი: ირაკლი ქადაგიშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან შეძლებს კახეთის რეგიონის პრობლემების მოგვარებას

ახმეტაში მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა. წარდგენის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ირაკლი ქადაგიშვილმა, როგორც ყოფილმა გუბერნატორმა დეტალურად იცის ყველა გამოწვევა, რაც რეგიონში არსებობს და ის უკვე პარლამენტის ტრიბუნიდან შეძლებს ამ საკითხებზე ზრუნვას.

“ჩვენ დღეს წარვადგინეთ თელავში და ახლა უკვე ახმეტაში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი. მოგეხსენებათ, რომ ბატონი ირაკლი შრომობდა, როგორც გუბერნატორი კახეთის მხარეში. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ჩემთვის ისაა, რომ მან დეტალურად იცის ყველაფერი რეგიონში რა პრობლემაა, სად რა არის გასაკეთებელი. ჩვენი მოქალაქეები და მოსახლეობა რას ელოდება. ასე რომ, ის უკვე პარლამენტის გადმოსახედიდან, პარლამენტის ტრიბუნიდან შეძლებს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ამ რეგიონს ეხება. ყველაზე მნიშვენლოვანი აქ, ამ კამპანიის დასწყისში არის რამდენიმე რამ .პირველი ,ქვეყნისთვის უაღრსად მნიშვნელვანი საქმე გვაქვს დაწყებული და ეს ყველაფერი არის გასაგრძელებელი. ლოგიკურ დასრულებამდე მისაყვანი და მეორე, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ საქართელოს წარმატებისთვის. ეს არის ჩვენი სლოგანი და ვფიქრობ, რომ ეს იქნება და უნდა იყოს ყველაზე სუფთა დემოკრატიული, ყველაზე წარმატებული არჩევნები ქვეყანაში. და ეს არ ინება რომელიმე პარტიის, არამედ ქართული ოცნება – დემოკრატიული არჩევნების გამარჯვების.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები