გიორგი გახარია: ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვაგებთ მომავალზე

საქართველოს პრემიერ-მინისტის გიორგი გახარიას განცხადებით მმართველი გუნდი საარჩევნო კამპანიას სამომავლო გეგმებზე აგებს. მისივე განმარტებით, წარმატებული მომავლის მშენებლობა მშვიდობის გარეშე შეუძლებელია .

“ჩვენ კამპანიას ვაგებთ მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე. თუ მოისმენდით, მხოლოდ მომავალზე ვლაპარაკობდით. რა თქმა უნდა, შეუხელბელია წარმატებულ მომავალის მშენებლობა მშვიდობის გარეშე და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აგვისტოს დღეეებია დღეს და ბატონი ირაკლი თუ აქცენტებს გააკეთებდა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არის თავდაცის მინისტრი და მისთვის ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თორემ მთლიანობაში, კამპანია მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე, ახალგაზრიდობაზე, და იმ დაწყებულ საქმეების დასრულებაზეა და ახლის დაწყებაზე, რაზეც ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” დღეს თელავისა და ახმეტის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები