გახარია: მესტიის მუნიციპალიტეტში გადაადგილების შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს

ჩვენ გვიწევს სამწუხაროდ მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული, სპეციალური ღონისძიებების მიღება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ახმეტაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ადგილზე უკვე გაგზავნილია ეპიდემიოლოგების დამატებითი ჯგუფები, რომლებიც ტესტირებებს დაიწყებენ. რაც შეეხება მესტიაში მყოფ ტურისტებს, გახარიას თქმით, მათ შესაბამისი ყურადღება მიექცევათ.
“გვექნება გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები მიღებული იქნება. ასევე, უკვე გაგზავნილია დამატებითი ბრიგადები, რათა აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია ყველა იქნება მიხედილი. არავინ დარჩება ყურადღების გარეშე. არაფერი საპანიკო არ არის. ჩვენ ვმართავთ ამ პროცესს დეტალურად. არანაირი ისეთი რისკები არ არსებობს, რომელიც შეიძლება ემოციების საფუძევლი გახდეს”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები