კახა კალაძე: ჩვენი საარჩევნო კამპანია იქნება ორიენტირებული მომავალზე, სამომავლო გეგმებზე, ხედვებზე

“ქართული ოცნების ” გენერალური მდივანი, კახი კალაძე საარჩევნო კამპანიას ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმებში ხედავს და აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა კახეთის რეგიონში არაერთი პროექტი განახორციელა, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე ტურისტული მიმართულებით.

” ჩვენი საარჩევნო კამპანია იქნება ორიენტირებული მომავალზე, სამომავლო გეგმებზე, ხედვებზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება, რას ვპირდებით და ვეუბნებით მოსახლეობას. კახეთი მაგალითად არის ის რეგიონი, სადაც ძალიან ბევრმა გლეხმა ისარგებლა იმ პროგრამებით, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა განხორციელებული. ეს არის საოჯახო სასტუმროები, ეს არის ფერმერების პროექტები, ძალიან ბევრი მიმართულებით, ვენახების გაშენება, მაშინ როცა ვენახების გაჩეხვაზე იყო საუბრები და პირდაპირი მოწოდებები, ანუ დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა ქვეყანაში. უნდა გავეკოთ შედარებები, რა იყო წარსულში და რა ხდება დღეს და საით მივდივართ, როგორი ქვეყანა გვინდა განვავითაროთ. შესაბამისად, მთავარი მიმართულება იქნება მომავალზე ორიენტირებული”,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა კახეთიდან დაიწყო. “ქართულმა ოცნებამ” თელავისა და ახმეტის მოსახლეობას თელავის-ახმეტის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ყოფილი გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები