კახა კალაძე მკოიანის განცხადებაზე: ყველა, ვინც შანტაჟით არის დაკავებული, კანონის წინაშე აგებს პასუხს
“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე მოქმედი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ადვოკატის განცხადებას გამოეხმაურა.
” ვერაფერს გეტყვით, თუ რაიმე მსგავსი არსებობს, ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები, უნდა მიემართოს აუცილებლად და მე დარწმუნებული ვარ, ყველას ვინც შანტაჟით არის დაკავებული და უშუალოდ კრიმინალურ დანაშაულს ჩადის, რა თქმა უნდა, ყველამ კანონის წინაშე აგებს ძალიან მკაცრად პასუხს,”- განაცხადა კახი კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ენზელ მკოიანის ადვოკატმა, მედიასთან გააჟღერა, რომ დეპუტატზე უცნობი პირები შანტაჟს ახორციელებენ და მას პოლიტიკიდან წასვლას აიძულებენ.