პრემიერი: ახმეტაში ბევრი კარგი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც ლოგიკურ დასასრულს ითხოვს

“როდესაც ვარჩევდით ამ რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატს, უაღრესი პასუხისმგებლობით მოვეპყარით ამ არჩევას. ირაკლის არ სჭირდება რაღაცის სწავლა, მან იცის სად რა პრობლემაა და როგორ გამოასწოროს”,- ამის შესახებ გიორგი გახარიამ, ახმეტაში მმართველი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

“დიდი სიამაყეა, ვიყო დღეს თქვენთან ერთად აქ და ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის და რა თქმა უნდა ახმეტის მომავალზე. ძალიან კარგად გვესმის, რომ ბევრი მნიშვნელოვანი კარგი საქმე გავაქვს დაწყებული, რომელიც არის გასაგრძელებელი. ამ წლების განავლობაში 2012 წლიდან ახმეტის რაიონში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში, მინაწილეობა მიიღო ბევრმა ფერმერა რომლის ჯამურმა ღირებულებამ 66 მლნ ლარი შეადგინა. საკარისია?- რა თქმა უნდა არ არის საკარისი. კიდევ უფრო ბევრი პროექტი უნდა განხორციელედეს ახმეტაში, კიდევ უფრო მეტმა გლეხმა უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა თავის თავზე და სახელმწიფოს დახმარებით, უნდა დაიწყოს თავისი საქმე. კიდევ უფრო მეტმა მეღვინემ უნდა ჩამოასხას, ახალი ღვინო. კიდევ უფრო მეტი გლეხი უნდა ხარობდეს, როდესაც ქვეყანაში კარგი მოსავალია და სახელმწიფო ეხმარება რთველის ჩატარებაში. ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ”,- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ასევე, ინფრასტრუქტურულ პროქეტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ახმეტაში უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს.
” წლის ბოლომდე დასასრულებელია ახმეტის 24 საათიანი წყალმომარაგება, 2021 წელს დასასრულებელია მატაანის წყალმომარაგება. რამდენი წელია უკვე, მატნეელები ითხოვენ კულტურული სახლის რეკონსტრუქციას, რომელიც ახალგაზრდობისთვის ასეთი მნიშვნელოვანია და უნდა დავიწყოთ და დავასრულოთ. ბევრი გზა არის კიდევ გასაყვანი,ბევრი გასაკეთებელია, მაგრამ ბევრი კარგი საქმე, რომელიც დაწყებულია არის ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანი. ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, როდესაც ვარჩებდით ამ რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატს, უაღრესი პასუხისმგებლობით მოვეპყარით ამ არჩევანს. ირაკლის არ სჭრდება რაღაცის სწავლა, მან კარგად იცის სად რა პრობლემაა, სად ვინ არის მისახედი, სად როგორ უნდა გამოასწოროს. ეს არის ადამიანი, რომელიც მზად არის არჩევნების მეორე დღიდან მოკიდოს ხელი და დაიწყოს საქმის კეთება. ის სიკეთეები, რომელიც ჩვენ მივიღეთ თითოეულმა ჩვენგანმა ამ ქვეყნის მოქალაქემ 2012 წლის შემდგომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობა. სიმშვიდე არის აუცილებელი პირობა, ნებისმიერ სფეროში განვითარებისთვის. სხვანირად ვერაფერი ვერ იქნება, ვერც ეკონომიკა, ვერც ტურიზმი და ვერც განათლება. მშვიდობა არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ”,- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები