ირაკლი ღარიბაშვილი: ის ხელისუფალი, რომელიც თავის ქვეყანას ვერ აარიდებს ტერიტორიების დაკარგვას, პოლიტიკაში დარჩენას არ იმსახურებს

ახმეტაში ირაკლი ქადაგიშვილის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენისას თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მათ შორის სამოქალაქო და 2008-ში რუსეთ-საქართველოს ომი. ისაუბრა მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაშვებულ იმ შეცდომებზე, რომლებიც ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ,,ქართულ ოცნებას“ დაუტოვა.

,,იმ დროს როცა გმირები თავგანწირვით იბრძოდნენ აგვისტოს ომში, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ ეროვნული სირცხვილი, ყოფილი პრეზიდენტის, ქვეყნის მთავარ სარდალის სიმხდალე, რაც ქართველ კაცს არ ახასიათებს. ქართველი კაცის სულში და გულში სხვა მუხტია, ჩვენ მაშინ დიდი ტრაგედია ვიხილეთ, რომელიც დღესაც უსირცხვილოდ აცხადებს პრეტენზიას. მას ერთადერთი ჟინი და ძალაუფლება ამოძრავებს, რომელსაც ვერ ივიწყებს ვერც ის და ვერც მისი კორუმპირებული გუნდი, რომელმაც ქვეყანას მხოლოდ უბედურება მოუტანა. მოძრაობა, რომელიც მათ შექმნეს იმისათვის შექმნეს, რათა ჩვენი ხალხი დიდ სიცრუეში შეეყვანათ.
აგვისტოს ომის შემდეგ ის რეპრესიების ტერორი, რაც ჩვენმა ხალხმა გადაიტანა არის ძალიან მძიმე წარსული. იმ დროს, როცა ჩვენი გმირები იღუპებოდნენ ბრძოლის ველზე ეს სამარცხვინო ადამიანი მიწაზე გართხმული თავის მინისტრებთან ერთად ხუმრობდა, იცინოდა. მისთვის მნიშვნელობა არც ომს, არც ოკუპაციას არ ჰქონდა.
მძიმე მემკვიდრეობა რომელიც 8 წლის წინ გადმოგვებარა, ეს მოხდა ხალხის ძალით. ჩვენ შევძელით შეუძლებელი, ქვეყანაში დავასრულეთ ძალადობა მკვლელობა, ჩაგვრა ჩვენი მოქალაქეების. არაერთი ომი გამოსცადა ქვეყანამ, ეს ტყუილუბრალოდ არ მიხსენებია. რადგან ჩვენი ხელისუფლების პირობებში დავასრულეთ ქაოსი და დესტაბილიზაცია რაც დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ. ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ხალხს ვერ აარიდებს ყველაზე დიდ შეცდომას, დანაშაულს და ტერიტორიების დაკარგვას, არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას არამედ, პოლიტიკაში დარჩენას არ იმსახურებს“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები