ქუთაისში შიდა კვარტალური გზების მოწესრიგება პროცესი გრძელდება

ქუთაისში შიდა კვარტალური გზების მოწესრიგების პროცესი გრძელდება. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ავანგარდის დასახლებაში დასრულებული საგზაო სამუშაოები მოინახულა.

სულხან-საბას გამზირზე, შიდა კვარტალური გზების მოსაწესრიგებლად 372327 ლარი იყო გამოყოფილი. გზის სავალ ნაწილზე დაიგო ორშრიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, გაკეთდა ტროტუარი . განახლდა ქუჩის დასაწყისში არსებული პარკინგი და სავაჭრო ცენტრის წინ მოეწყო ახალი საპარკინგე ადგილი.
დაიხაზა და დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები.
სამუშაოები შ.პ.ს. ,,გზამშენი XXI”-მ შეასრულა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები