სოფელ ყარაჯალაში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოიხსნა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი გაუქმდა. აღნიშნული განცხადება ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გააკეთა. გუბერნატორის განცხადებით, კარანტინის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება სოფელში არსებული სტაბილური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე არის მიღებული.
„ორ დღეში პარასკევს და შაბათს 1552 ადამიანი შემოწმდა და საკვლევი მასალა გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ მომენტისათვის 1425 კვლევა დასრულებულია და შედეგად მხოლოდ ერთი ოჯახიდან იყო ინფიცირების ერთი დადასტურებული შემთხვევა და შემდგომ უკვე კარანტინში დაემატა იმავე ოჯახიდან კიდევ ერთი დადასტურებული ფაქტი. წუხელ, ღამის 12 საათიდან მოიხსნა ბლოკ-პოსტები და სოფელი ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდა“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
სოფელი ყარაჯალარი ეპიდემიოლოგების რჩევით და მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 ივლისს ჩაიკეტა და მკაცრი საკარანტინე რეჟიმი დაწესდა