ვეისალიძეები-ვანაძეები-ქაქუთის მიმართულებით 1800 მეტრ მონაკვეთზე ხელოვნური ნაგებობების მოწყობა დასრულდა
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთ მნიშვნელოვან საგზაო პროექტს ახორციელებს. ვეისალიძეები-ვანაძეები-ქაქუთის მიმართულებით 1800 მეტრ მონაკვეთზე უკვე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და აქტიურად მიმდინარეობს ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 656 999 ლარს შეადგენს. ახალი გზით კომფორტულ გადაადგილებას სოფელში მცხოვრები 250 ოჯახი შეძლებს.