რაჭაში, სტიქიის ზონაში ზოგიერთ მონაკვეთზე გადაადგილება შეიზღუდა
ონი-მამისონის გზის 127-130 -ე კილომეტრზე, სტიქიის ზონაში, გადაადგილებასთან დაკავშირებით, ცვლილება მოხდა. როგორც “რეგიონულ კვირას” მერიაში განუცხადეს, საქართველოს საგზაო დეპარტამენტთან და პოლიციასთან შეთანხმებით, გუშინ 18 საათიდან მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისათვის აიკრძალა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ამ თემასთან დაკავშირებით ამ მონაკვეთზე გადაადგილების მსურველებს თხოვნით მიმართავს და აფრთხილებს, რომ მათივე უსაფრთხოების მიზნით, თავი შეიკავონ გადაადგილებისაგან. ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, რომ უახლოეს პერიოდში სამუშაოების განხორციელების მიზნით შეძღუდვები შესაძლებელია სხვაგანაც გახდეს საჭირო, რის შესახებაც მოსახლეობას ეცნობება დამატებით.