ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ კურდღელაურში სასტუმრო „ესკიზი“ დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დღეს სოფელ კურდღელაურში, სასტუმრო ” ესკიზი” დაათვალიერეს. სასტუმრო 3 წლის განმავლობაში შენდებოდა და 1 თვეა სატესტო რეჟიმში მუშაობს.
მმართველი გუნდის წევრებმა სასტუმროში განთავსებული ღვინის მარანიც დაათვალიერეს და პანდემიის ფონზე, ტირისტული სეზონის პოტენციალზე ისაუბრეს.
სასტუმროს მეპატრონის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს კერძო ბიზნესის მუშაობისათვის.
“დღეს გვსტუმრობდა პრემიერ მინისტრი, ძალიან მოეწონა და გაგვამხნევა.მოხარულები ვართ, რომ გვერდში გვიდგას სახელმწიფო და ბევრი რამ გაკეთდა ამ პანდემიის პერიოდში, ჩვენთვის, ბიზნესისთვის და იმედი გვაქვს, რომ კიდევ ბევრი რამ გაკეთდება”,- აღნიშნა ლევან თორაძემ.
სასტუმრო “ესკიზი” 1 თვეა გაიხსნა, სადაც განთავსებულია 57 სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო ოთახი, 1 აუზი და 2 სარესტორნო დარბაზი.