გორში კორონავირუსი ერთ მედპერსონალს დაუდასტურდა
გორში კორონავირუსი ერთ მედპერსონალს დაუდასტურდა. 26 წლის ქალს ინფექცია ზღვიდან ჩამოსვლის შემდეგ დაუდგინდა, თუმცა, როგორც გორის საზოგადოებრივ ცენტრში განმარტავენ, ახალი შემთხვევა ინფიცირებული ექიმის კონტაქტს უკავშირდება, რომელიც ასევე გოროს სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობს. დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის ცენტრში აცხადებენ, რომ ინფიცირებული პაციენტის კონტაქტების მოძიება ამ დრომდე, მინდინარეობს.