ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსის დიაგნოზით მესტიის მკვიდრი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით მესტიის მკვიდრი შეიყვანეს. ასაკოვანი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანმხლები პათოლოგიის გათვალისწინებით, საშუალოზე მძიმედ ფასდება. ის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
ჯამში კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 2 პაციენტი მკურნალობს.