მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, კორონავირუსი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში ერთ-ერთ ოჯახს დაუდასტურდა, რომელსაც ვირუსი სავარაუდოდ, სტუმრისგან გადაედო. ჯამში 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ნინო ვიბლიანის ინფორმაცით, პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისის და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში. ნაწილის, გადმოყვანა ხდება ახლა და მოთავსდებიან როგორც ზუგდიდის ასევე, სხვა კლინიკებში.
ამ ეტაპისთის სვანეთში მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ლაბორატორიული კვლევები.
ვიბლიანის განმარტებით, დაავადებათა კონტროლის 5 ბრიგადა დღეს მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს მესტიის სოფელში და მოხდება ყველა მცხოვრებისთვის ბიოლოგიური მასალის აღება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები