მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მახინჯაურში, გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 4 არასრულწლოვანი, მათ შორის 13 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დაღუპულები ბათუმის ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
დაღუპულები და დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ღამის საათებში ოჯახი ბაბუას აცილებდა. რა დროსაც, მათ გადაჭარბებული სიჩქარით მომავალმა ავტომობილმა დაეჯახა.
დაკავებულია მძღოლი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები