აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარაში, ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ,,რეგიონულ კვირას“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. მათი ცნობით, ინფიცირებულები საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ. ერთი-ერთი ინფიცირებული საკუთარი სურვილით თბილისის ცხელების კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 19 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები