ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 75 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.75 წლის ქალს,რომელიც მესტიიდანაა, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც ქუთაისის ერთერთი “ცხელების ცენტრში” მოათავსეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი მას “კოვიდ -19 ” დაუდასტურდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკის მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა, მას პნევმონია აღენიშნება, ასევე თანმხლები დაავადებები. ამ დროისთვის, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 2 “კოვიდ” დადებითი პაციენტი მკურნალობს”,- განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურმა კლინიკაში, ჯამში, 52 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები