ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე ხვალ ოზურგეთში აღინიშნება

“10 აგვისტოს, 19:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დრამატული თეატრის თაღებში ქართველი გამოჩენილი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებლისა და გამომცემლის, ანსამბლების – ,,რუსთავისა” და ,,მართვეს” დამაარსებლის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე ქართულ ტრადიციულ სიმღერებს შეასრულებენ ანსამბლები: რუსთავი, ბასიანი, რიჰო, შილდა, გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი. ტრიოები: შალვა ჩემო, შემოქმედი და ხელხვავი. იუბილეზე გამოიფინება ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი ფოტოარქივი.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქველმოქმედო ფონდი ,,ქართული გალობა” საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები