ბიზნესომბუდსმენი ზუგდიდში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ბიზნესომბუდსმენი ზუგდიდში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი აღდგენა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეგულაციებს შეეხებოდა.

“შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ჩვენ ვაგრძელებთ, რაიონულ დონეზე შეხვედრებს.როგორც იცით, რეკომენდაციები და პროტოკოლები შემუშავებულია სხვადასხვა სექტორული მიმართულებით. პროტოკოლის მიზანია, შეიქმნას და დაწესდეს უსაფრთხოების სტანდარტები “კოვიდთან” დაკავშირებით, რომელიც ბიზნესს შეუქმნის უსაფრთხოდ მუშაობის სტანდარტებს და მეტ პრევენციას განსაზღვრავს სამუშაო ადგილებზე. ეს არის გარანტი იმისა, რომ დაცული იქნება თითოეული მოქალაქე, თითოეული დასაქმებული და ეკონომიკის მდგრადობა იქნება გარანტირებული”,- განაცხადა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

ადგილობრივი ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი – ბექა ფერაძე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი – მიხეილ დაუშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი – მალხაზ თორია ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები