ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ოპერატორებს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობდნენ.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ამ დროისთვის, ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.