ახალციხეში შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი გაიხსნა
ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი გაიხსნა. ტაძრის გახსნასთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა–ლოცვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ აღავლინა.
საზეიმო ლოცვას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყნის პრემიერმინისტრი, გიორგი გახარიაც ესწრებოდა.
შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ სოზარ სუბარი, თეა წულუკიანი და “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში, ანტონ ობოლაშვილი.