რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადავარდა
რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან მამაკაცი გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, პაციენტს აქვს ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და უტარდება შესაბამისი კვლევები.