კორონავირუსი ექიმს დაუდასტურდა – ის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს
საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ორი მედპერსონალია.
“კურიერის” ინფორმაციით, ერთერთი ინფიცირებული ექიმი 5 სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს. მათ შორის გორის სამხედრო ჰოსპიტალში, თბილისსა და მცხეთის სამედიცინო დაწესებულებებში.
უცნობია, რამდენად დიდია ინფიცირებულის კონტაქტები. მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 225 შემთხვევაა დადასტურებული, განკურნებულთა რაოდენობა კი 1000-ს შეადგენს.