ზუგდიდში კორონავირუსზე 33 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 33 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

მათივე ცნობით, გამოკვლეულ ნიმუშებს შორის იყო, 14 პაციენტი, ოთხი მედპერსონალი, ოთხი პირი თვითიზოლაციიდან, კარანტინიდან 8 პირი, ორი მძღოლი და დიალიზზე მყოფი ორი პირი.

სამეგრელოს რეგიონი “მწვანე ზონის” სტატუს კვლავ ინარჩუნებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები