ახალქალაქში დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა

ახალქალაქში, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა დღეს, საღამოს საათებში მოხდა. როგორც ადგილობრივები “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აცხადებენ, გარდაცვლილია 27 წლის ახალგაზრდა.
“მიზეზები ჯერჯერობით უცნობია და ამის შესახებ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. თუმცა, ადგილზე ამბობენ ერთ-ერთ სოფელში გარდაცვლილი მამაკაცის საქმეს უკავშირდება ეს მკვლელობაცო. ცეცხლიც უკიდია სახლებს, არ ვიცით რა მოხდა”,- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ბრიგადა და სახანძრო-სამაშველო სამსახური.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით 108 და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ფოტო:jnews.ge

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები