ქობულეთში ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ხსოვნის პატივსაცემად დღეს ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატები, მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან 10 ჯარისკაცი დაიღუპა. მათ შორის 5 სამხედრო ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეულიდან იყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები