ჭიათურაში შინდისის გმირის, შმაგი კუპატაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის აგვისტოს ომის მე – 12 წლისთავთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, ჭიათურის მაჟორიტარმა სულხან მახათაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა, პარტია“ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარმა კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირის შმაგი კუპატაძის საფლავი მოინახულეს და გვირგვინით შეამკეს.

„ დღევანდელი დღე და ზოგადად რუსეთ-საქართველოს ომი ერთ-ერთი უმძიმესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. დღეს ჩვენ გავიხსენეთ ჩვენი თანაქალაქელი, შინდისის გმირი შმაგი კუპატაძე, რომელმაც 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთის არმიის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე გმირულად შესწირა და ჩვენგან პატივის მიგებას იმსახურებს“,- განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები