გურჯაანის მუნიციპალიტეტში 3 დღიანი ძებნის შემდეგ 83 წლის მამაკაცი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან დაკარგული 83 წლის მამაკაცი მაშველებმა ტყეში იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, გურამ საგინაშვილს გუშინ, საღამოს მიაგნეს და უკვე ოჯახში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ მამაკაცს პოლიცია და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მას შემდეგ ეძებდნენ, რაც სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა.
საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები