შალვა კერესელიძემ აგვისტოს ომში დაღუპული ლევან მიდელაშვილის მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო
რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე წეროვანში დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა. შალვა კერესელიძემ 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ახალგორის მკვიდრის ლევან მიდელაშვილის მემორიალური დაფა მხარდამჭერებთან ერთად გვირგვინით შეამკო. ლევან მიდელაშვილი 8 აგვისტოს ფრონტის წინა ხაზზე ორმხრივი შეტაკებების დროს დაიღუპა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.
„12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეები გამოვიარეთ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა. დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ტერიტორიები. ეს იყო ტრაგედიით სავსე დღეები, რომელმაც დაგვიტოვა უდიდესი ტკივილი და მძიმე შედეგები.
ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ ამ გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე ვდგავართ და ამ პროცესში ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.
ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, რადგან კარგად ვიცით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და რომ სწორედ მშვიდობა, ერთობლივი შრომა და ეკონომიკური წინსვლა, განვითარებაა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების წინაპირობა“,- განაცხადა შალვა კერესელიძემ.
მხეთა-მთიანეთის რეგიონიდან აგვისტოს ომში 6 ჯარისკაცი დიღუპა, ირაკლი მორბედაძე სოფელ ქსოვრისიდან, მამუკა ბეკურაშვილი სოფელ ბიწმენდიდან, გია რომელაშვილი წინამძღვრიაანთკარიდან,რეზო ახალკაცი და რეზო ალავერდაშვილი ნიჩბისიდან და ლევან მიდელაშვილი ახალგორიდან.