თელავის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
თელავის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და აგვისტოს ომში დაღუპული, ზურაბ ბალაშვილის მემორიალიც მოინახულეს.
” დღეს თელავის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ამ მძიმე დღეს და მივაგეთ პატივი გმირულად დაღუპულ ბიჭებს. მოვინახულეთ ბალაშვილის მემოროალიც და შევამკეთ ყვავილებით. ეს ახალგაზრდა კაცი გმირულად დაეცა საქართველოს ერთიანობისთვის”,- აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, დავით ბეგიაშვილმა.
გარდაცვლილთა ხსოვნას ასევე, პატივი მიაგეს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა და საკრებულოს თავმჯდომარემ.