მალხაზ თორია: ამ ომს ყავს უამრავი გმირი, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ სამშობლოს დაცვისთვის, მათი საქციელი არის მომავალი თაობებისთვის მაგალითი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, მოადგილეებთან ნინო ვიბლიანთან, დავით ვერავასთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

,,საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესია აგვისტოს ომი, ჩვენი რეგიონიდან 2008 წლის აგვისტოს ომმა 38 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სამხედროებთან ერთად იყვნეს სამოქალაქო პირებიც. ამ ომს ყავს უამრავი გმირი, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ სამშობლოს დაცვისთვის, მათი საქციელი არის მომავალი თაობებისთვის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა. ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის არის მტკივნეული, ვიზიარებ მთელი ქვეყნის წუხილს და მადლობას ვუხდი გარდაცვლილთა ოჯახებს”, – აღნიშნა მალხაზ თორიამ.

აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს მოვლენებს, სულ 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან სამოქალაქო პირებიც.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები