გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე კვირას გასარწყავიანების პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები ჩატარდა სოფელ სვენეთში. სარწყავი არხები მოწესრიგდა სოფელ ზეღდულეთშიც. ზოგიერთ მონაკვეთში საჭირო გახდა წყალგამტარი მილების ამოღება, გასუფთავება და ხელახლა ჩაწყობა.
სარწყავი სისტემის მოსაწესრიგებლად სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში სარწყავი არხები გაიწმინდა სოფლებში: სკრა, კარბი, დიდი გარეჯვარი, მეჯვრისხევი, ქვ. ახალსოფელი, ქვ. სობისი, ბერშუეთი, თორტიზა, არაშენდა, შინდისი, ახალდაბა, ზერტი.
სანიაღვრე სისტემა მოწესრიგდა ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში, ასევე სოფელ ახრისში და პატარა გარეჯვარში. სოფელ სკრაში (მებაღეობის დასახლებაში) გაიწმინდა სადრენაჟე არხი, რომელიც უხვი ნალექის დროს ვერ ატარებდა წყალს და შედეგად იტბორებოდა მიმდებარე ტერიტორია.