სამტრედიაში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ და ღონისძიების სხვა მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქართველი მებრძოლების სამაგალითო გმირობას.
მოგვიანებით, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა სამტრედიაში ედუარდ ახობაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები მათ მშობლიურ სოფლებში გაიხსენეს და მათი ოჯახის წევრებთან ერთად, გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
2008 წლის აგვისტოს ომში 169 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის ოთხი სამტრედიელი – მარლენ ბარამია, ავედიკ ლომიძე, ლაშა თევზაძე და ლევან მელქაძე.
მუნიციპალიტეტის მერიამ დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადასცა.