აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსი ორ მძღოლს დაუდასტურდა. ისინი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. ინფიცირებულები მკურნალობას ბათუმის ცხელების კლინიკაში აგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში კორონავირუსზე 20 პაციენტი მკურნალობს, მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.