ირაკლი ქადაგიშვილმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკო

ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალი თელავის- ახმეტის-ყვარელისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა მოინახულეს და გვირგვინით შეამკეს. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სახელმწიფო ყველა ზომას მიმართავს ოკუპაციის რეჟიმის შეწინააღდეგებისთვის, რომ ქვეყანა ავანტურული პოლიტიკის შედეგად, მსგავსი საფრთხის წინაშე არასოდეს აღმოჩნდეს.

” 12 წელი გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენებიდან და ეს ჭრილობა რა თქმა უნდა მოუშუშებელია ჩვენი ქვეყნისთვის და სრულიად ქართველი ხალხისთვის. ჩვენ პატივს მივაგებთ ამ ომში დაღუპულებს და ყოველდღიურად ვზრუნავთ იმ ადამიანებზე, ვინც დაზარალებული დარჩა ამ ომით და დევნილობაში არიან ამჟამად.  საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ოკუპაციის შედეგს შეეწინააღმდეგოს და წარმატებით გაართვას თავი არ აღიარების პოლიტიკას, მინიმუმამდე დაიყვანოს ყველა ის რისკი, რომელიც შეიძლება ოკუპანტის მხრიდან მოდიოდეს საქართველოს წინაშე, რამეთუ, ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა სწორედ ის, რომ ოკუპაციის შედეგების მინიმილიზაცია მოვახდინოთ, მივცეთ ჩვენს ქვეყანას განვითარების საშუალება, რომ არასდროს ავანტურული პოლიტიკის შედეგად არ მოხდეს ანალოგიური ვითარების გამეორება საქართველოში,” – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები