ზუგდიდში გამოკვლეული 86 ნიმუში კორონავირუსზე უარყოფითია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 89 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა მათგანის პასუხი ვირუსზე უარყოფითია.

გამოკვლეულ ნიმუშებს შორის იყო, 16 პაციენტი, 37 მედპერსონალი, 8 პირი კარანტინიდან, ერთი თვითიზოლაციიდან, შსს 18 თანამშრომელი, ხუთი მძღოლი და დიალიზზე მყოფი 12 პირი.

სამეგრელოს რეგიონი “მწვანე ზონის” სტატუსს ინარჩუნებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები