ზაზა ლომინაძე: საქართველო ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო თანამეგობრობაში
,,საქართველო აუცილებლად გაერთიანდება, მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო თანამეგობრობაში!”- აცხადებს ,,ქართული ოცნება” დემოკრატიული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე აგვისტოს ომიდან 12 წლის თავთან დაკავშირებით.
,,დღეს ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. 2008 წლის ომს ჩვენი ასობით უდანაშაულო თანამემამულის სიცოცხლე შეეწირა. საქართველომ დაკარგა კონტროლი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებულია.
ისტორია საკადრის პასუხს მიაგებს მათ, ვინც ქვეყანას ეს ტრაგედია ვერ ააცილა, ვინც გმირი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები ბრძოლის ველზე ბედის ანაბარა მიატოვა,”- აცხადებს ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარობი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე.