კახეთში მესამე დღეა 90 წლამდე მამაკაცს ეძებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მკვიდრს მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, 90 წლამდე მამაკაცი სახლიდან 2 დღის წინ გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში 23 მეხანძრე-მაშველია ჩართული. მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.