ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – კობა ჯიქიამ დაუდასტურა.
“ჩვენთვისაც მოულოდნელი გადაწყვეტილებაა. განცხადების საფუძველზე გადადგა. დღეს ბიუროს სხდომაზე მივიღეთ ამის შესახებ ინფორმაცია”,-განუცხადა “რეგიონულ კვირას” კობა ჯიქიამ.
უფრო კონკრეტულად თუ რა გახდა საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.