„ერთად ყველაფერს შევძლებთ, ეს მარტო ონის სტიქია არაა” – სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცაგერელი და ამბროლაურელი მოხალისეები ჩაერთნენ

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დატბორილი სახლების გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული. ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მეზობელი ცაგერისა და ამბროლაურის  მუნიციპალიტეტებიდან მოხალისეები შეუერთდნენ და ტერიტორიების გაწმენდას ერთობლივი ძალებით ახორციელებენ.

მთელი დღის განმავლობაში, სოფელ ნაკიეთში რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის-  გოჩა ენუქიძის ბიურო , რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები , ცაგერისა და ამბროლაურის მოხალისეთა ჯგუფი დატბორილი სახლების გაწმენდით სამუშაოებში ერთად იყვნენ ჩართულნი.

„ერთად ყველაფერს შევძლებთ,ეს მარტო ონის სტიქია არაა, ეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის საწუხარია და გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში“,-აცხადებს ერთერთი ცაგერელი მოხალისე.

სოფელ ნაკიეთში, ცოცხალ ძალასთან ერთად, სამუშაოებში მძიმე ტექნიკაცაა ჩართული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები