აჭარაში კორონავირუსისგან ორი პაციენტი განიკურნა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსისგან ორი პაციენტი განიკურნა. ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.

აჭარაში, 24 საათის განმავლობაში, covid-19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 18 პაციენტი მკურნალობს. მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები