ზუგდიდში კორონავირუსზე 354 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა მათგანი უარყოფითია
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 354 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა მათგანის პასუხი ვირუსზე უარყოფითია.
გამოკვლეულ ნიმუშებს შორის იყო: 14 პაციენტი, 74 მედპერსონალი, 8 პირი კარანტინიდან, ერთი თვითიზოლაციიდან, 239 შსს თანამშრომელი, 11 მძღოლი და დიალიზზე მყოფი 7 პირი.
სამეგრელოს რეგიონი “მწვანე ზონის” სტატუსს ინარჩუნებს.