წალენჯიხაში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.

დაჭრილ პირს ამ წუთებში, გადაუდებელი ოპერაცია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უტარდება.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, დაშავებულს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.

თუ რა გახდა აღნიშნული ინციდენტის მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ჯვარში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ადგილობრივის ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირი პოლიციაშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები