თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

თელავი – ყვარლის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რა დროსაც ხეს შეეჯახა.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები და როგორც საავადმყოფოს დირექტორმა „რეგიონულ კვირასთან“ აღნიშნა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ.
მომხდარზე გამოძიება სსსკ- ის 276- ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები