თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების გადახურვა მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში – კონდოლში, კურდღელაურსა და ნაფარეულში 16 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვა მიმდინარეობს.  ამ ეტაპზე სრულად გადაიხურა გადაუდებელი აუცილებლობის მქონე 93 საცხოვრებელი სახლი, სახურავის ამოცვლის სამუშაოები კი 44 საცხოვრებლ სახლში მიმდინარეობს.  სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 9 კომპანიის 200 თანამშრომელი ასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები