სოფელ მუხურში ასფალტირებული გზა იგება
სოფელ მუხურში, ლეთოლორდეს უბანში, 3 კმ.მანძილზე ასფალტო-ბეტონის საფარით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს,
მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი კახა ფირცხელავა ადგილზე გაეცნენ.
სამუშაოებს შპს ,,ინდიკო“ ახორციელებს. პროექტს კი რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.