იძულებით გადაადგილებული ოჯახები ხაშურსა და გორში ახალ ბინებს მიიღებენ

გორსა და ხაშურში იძულებით გადაადგილებული ოჯახები ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებენ.

,,საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადები აღმოსავლეთ საქართველოში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა შეავსეს. დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები, ადგილზე შეისწავლიან ყველა იმ დევნილი ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მინიმუმ 2.5 ქულა.

მონიტორინგის პროცესის დასრულების შემდეგ, ბინებს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილებს”,- ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები